logo_geo
eng_logo
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2023. 10:20

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერის შეხვდა. შეხვედრა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეფუძნება ბალანსს ციხეებში უსაფრთხოების ზომების გატარებასა და კარგად ფუნქციონირებულ რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამებს შორის. კერძოდ, უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიეწოდა ციფრული უნივერსიტეტის, სპორტის მართვის სისტემის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მაღაზია„რე-მარკეტის“, პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების მეშვეობით სახელმწიფო სერვისების მიწოდების, სულ ცოტა ხნის წინ დაბალაითურში გახსნილი და 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების თაობაზე.

 

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner