თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „იდეიდან დანერგვამდე“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა მეცნიერებმა.
კონფერენციის პარალელურად, სამი დღის განმავლობაში საქართველოს დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის იმუშავებს სეზონური სკოლა, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციების დანერგვასა და მეწარმეობის ხელშეწყობის საქმეში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვასა და კვლევების განვითარებაზე.