logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივაზე: ეს უპერსპექტივო მოწოდებაა
- +

24 ნოემბერი. 2023. 11:20

 

 

უპერსპექტივო მოწოდებაა, რადგან თავად განაცხადეს, როგორც გახარიას პარტიამ, რომ მათ აქვთ ანტაგონიზმი და ურთიერთშეუთავსებლობა - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

"ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება იმისა, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა შინაარსით, რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის თავდაპირველად გაუგებარი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანვე იქნება აბსოლუტურად ცხადი და გასაგები" - აღნიშნა ოდიშარიამ.

 

ცნობისთვის, "ლელოს" ინიციტივაა, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner