logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

24 ნოემბერი. 2023. 11:45

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა, ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფინეთის განათლების სისტემაში ჩატარებულ რეფორმებზე, ასევე  სკოლამდელი და პროფესიული განათლების წარმატებული ფინური მოდელიდან თუ რა შეიძლება გათვალისწინებულ იქნას და დაინერგოს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.

 

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები  ასევე ესტუმრნენ ერთ-ერთ სკოლას და პროფესიული განათლების ცენტრ "ომნიას".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner