logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია - ეს არ არის ის მდგომარეობა, მანიფესტზე ვინ ხელს მოაწერს და ვინ არა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება
- +

24 ნოემბერი. 2023. 12:50

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია.

 

“რაც არ უნდა შეეცადოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფორმა მისცეს ამ გარდაუვალ დაშლას, სადამდეც ეს ყველაფერი მიიყვანეს, ვფიქრობ, რეალურად ყველა ხვდება, რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, მანიფესტზე ვინ ხელს მოაწერს და ვინ არა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. ყველამ კარგად იცის იქ, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გარდაუვალია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner