თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური წახალისების გაცემას გულისხმობს. მასში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი.
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
არის თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა);
აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში - არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი);
აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნივერსიტეტებს სიების წარმოსადგენად განესაზღვრათ ვადა 2023 წლის 21 ნოემბის ჩათვლით.
სტუდენტებმა, 24 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მერიის კანცელარიაში (ჟიული შარტავას ქუჩა N7), თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე - www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
წარმატებული სტუდენტის პირადი საბანკო რეკვიზიტები;
წარმატებული სტუდენტის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (ცნობა უნდა იყოს გაცემული ბოლო სამი თვის განმავლობაში (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში);
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სარეგისტრაციო წლისა და თვის მითითებით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (გაიცემა შემდეგ მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა).
განცხადების დაწერა და დოკუმენტების ჩაბარება ხდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე.
საკონტაქტო პირი: სალომე ქეშელაშვილი
ტელ: 558 565837; 032 2 378455