ავტორი ალა გრიგალაშვილი
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი იმ ჯგუფის მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვს.
„რატომ უნდა გადადგეს ლადო პაპავა? იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო თავის დროზე და ნაცებს არ უჭერდა მხარს? რას უწუნებენ პაპავას - განათლებას, მამულიშვილობას, ჭკუას, ცოდნას, გამოცდილებას თუ რას? ის წესიერი ადამიანია და შესაფერისია იმ თანამდებობისთვის, სადაც დღესაა", - განუცხადა „რეპორტიორს" ნიკოლაიშვილმა.