წყალტუბოს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა დეპუტატმა დატოვა.
ნარგიზ ტყაბლაძე, რომელიც ოპოზიციური პარტიის რიგებში 2004 წლიდან ირიცხებოდა, ამბობს, რომ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირების მიზეზით ტოვებს.
ტყაბლაძის თქმით, მისთვის პარტიის ორად გაყოფა მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავს.
წყალტუბოს 39 წევრიან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე 13 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.