logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში, რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით
- +

24 ნოემბერი. 2023. 15:32

 

 

ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში, რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზის და აეროპორტების განახლებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

 

ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო, სტრატეგიული მდებარეობა აქვს. მიმზიდველი ბიზნეს გარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში. მისი საერთო პოზიტიური ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელს რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში, რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზის და აეროპორტების განახლებაში. ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რაც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წლიური 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა, ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელზეც გასულ წელს ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციი სპროექტის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომლსაც ექნება პოტენცია, რომ გახდეს რეგიონული ტრანზიტული საავიაციო ცენტრი. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით. დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერტობის გაღრმავებით. არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner