“შუას შეკრებას რატომ აანონსებენ, იცით? ისინი ცდილობენ გაემიჯნონ ნაცმოძრაობას, რადგან ზუსტად და კარგად აქვთ გათვითცნობიერებული რა ცოდვაში აქვთ ფეხი ჩადგმული, მაგრამ ამის თანამონაწილეები რომ თავად არიან, როგორ უნდა გაემიჯნონ?” - ამის ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რანაირად უნდა გაემიჯნოს მაგალითად „ლელოს“ რომელიმე ლიდერი, ვთქვათ, სამადაშვილი ნაცებს? უფრო კლასიკური ნაცი ვერ წარმომიდგენია. ან ხაზარაძე როგორ ემიჯნება ნაცებს? როცა პოლიტიკოსიც არ იყო და ბანკიდან უმაგრებდა ზურგს იმ რეპრესიებს, რაც ბიზნესზე იყო“, -აღნიშნა მდინარაძემ.