„სააკაშვილს სჩვევია - ნებისმიერი ტყუილი შეუძლია თქვას, მაგრამ საზოგადოებისთვის ზოგადად, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ კაცს არც ერთი ტყუილი არ გაუტარო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უნდა გამოეხმაუროს.
„მინიმუმ, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა, რომ ის ხელმძღვანელობდა „ეფესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს. ანუ, მინიმუმ განმარტება ხომ უნდა გაკეთდეს მისი მხრიდან, დანარჩენი პროცესი როგორ წავა არ ვიცი, მაგრამ ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს დააბრალა, რომ ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი პროტესტისა, რომელიც თითქოს, წარმართული იყო „ეფესბეს“ მიერ.
სააკაშვილს სჩვევია - ნებისმიერი ტყუილი შეუძლია თქვას, მაგრამ საზოგადოებისთვის ზოგადად, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ კაცს არც ერთი ტყუილი არ გაუტარო“, - განაცხადა კობახიძემ.
დაიკითხებიან თუ არა შვიდი ნოემბრის საქმეზე აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი? - ეს კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა, როდესაც პატიმარმა საზოგადოების პროტესტი რუსულ პროექტს დაუკავშირა.