საქართველოს პარლამენტის აპარატის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 2024 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით.
„2024 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების ჟურნალისტზე.
აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა რეპორტიორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის წევრი, გადამღებ ჯგუფად – ერთი რეპორტიორისა და ერთი ოპერატორისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის სათანადო რაოდენობის წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ საქართველოს პარლამენტის სასახლეში ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო მედიასაშუალებად − საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებული მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება.
საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.
სააკრედიტაციო განაცხადის შინაარსი
საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადი წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
სააკრედიტაციო განაცხადს უნდა ერთოდეს:
აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობა
დასაშვებია მედიასაშუალების სახეობის მიხედვით საპარლამენტო ჟურნალისტად შემდეგი რაოდენობის ჟურნალისტის აკრედიტება:
ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 10 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 10 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.
სააკრედიტაციო განაცხადის ადრესატი
სააკრედიტაციო განაცხადი უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს - ქეთევან კვინიკაძეს, შემდეგ მისამართზე:
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი
ქ. თბილისი, 0108, შოთა რუსთაველის გამზირი N8
ან გამოაგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 228-16-83“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.