საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა „ალ აჰდუდში“, რომელიც გასვლაზე „ალ ნასრისთან“ 3:0 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველმა ლეგიონერმა სტუმართა მცველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება (6,3) ქულა მიიღო. შეხვედრის გმირი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც დუბლი (77,80) შეასრულა.
უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, „ჟიტომირი“ მიიღო, მაგრამ კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა – 0:0.
უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრაში ირაკლი აზაროვი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი მე-11 წუთზე ტრავმირებული გუნდელი შეცვალა.
რუმინეთის ჩემპიონატში (ლიგა 1) გიორგი აბუაშვილი „პეტროლულის“ სათადარიგოებში დარჩა – ქართველის გუნდმა საშიანო შეხვედრა „ბოტოშანთან“ 2:1 მოიგო და 26 ქულით მეექვსე ადგილზე დაწინაურდა.