logo_geo
eng_logo
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
- +

25 ნოემბერი. 2023. 11:18

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კონსულტაციების ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება; შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს.

 

 

ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner