logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია და მის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა აქვს
- +

25 ნოემბერი. 2023. 12:16

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.

 

 

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და რამდენად სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.

 

 

მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია და მის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner