logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა
- +

25 ნოემბერი. 2023. 12:29

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე გადააყენა თანამდებობებიდან. შესაბამისი ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

კერძოდ, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები - ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.

 

 

ამასთან, კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელოუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner