logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკომისიის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
- +

25 ნოემბერი. 2023. 13:56

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკომისიის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, ევროკომისიის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა: თენგიზ ნასარიძემ, სოლომონ პავლიაშვილმა და კახა კაკაბაძემ.

 

 

„ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის წარმატება და იმ შრომის დაფასებაა, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ეწეოდა. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში ევროსაბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. ევროკომისიის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესასრულებლად და მეტი პროგრესის მისაღწევად ორმაგი შრომა იქნება საჭირო. საქართველოს ევროკავშირის წევრობა არის შემდგომი ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში ამ შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ასევე გაამახვილა ევროკომისიის ანგარიშში ასახულ პროგრესსა და გამოწვევებზე. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, თევზჭერის, ჰაერის დაცვისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავების გზებსა და მოკლევადიან პერსპექტივაში გასატარებელ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner