თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქართველი კონკურსანტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კალაძის თქმით, უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატსა და ოთო ბაზერაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს: ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატსა და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათი გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ამისთვის საჭიროა, ყველა გავერთიანდეთ. გვერდით დავუდგეთ პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ. იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ. წარმატებები და გამარჯვება საქართველოს!“, - განაცხადა მერმა.
კალაძე ხმის მისაცემად ლინკსაც აქვეყნებს - https://vote.junioreurovision.tv/