საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, დანაშაულებრივი ჯგუფის პოლიტიკურ პატრონობაში ადანაშაულებენ.
სოციალურ ქსელებში ვიდეორეპორტაჟი ვრცელდება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოდესის პორტში კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა მოქმედებს, რომელსაც ქართველი რეფორმატორები მფარველობენ.
კრიმინალური სქემის თანახმად, კონტრაბანდული სიგარეტი საქართველოდან ოდესაში შეაქვთ, საბაჟოზე აკავებენ და შემდგომ განადგურების ნაცვლად, მის რეალიზაციას ახდენენ. ამავე სქემით მიხედვით, ტვირთი საქართველოდან მოლდოვეთში იგზავნება, თუმცა მოლდოვეთში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელზეც კონტრაბანდულ საქონელი უნდა გაიგზავნოს, ამიტომ სიგარეტები უკრაინულ ბაზარზე ხვდება.
ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაციით, სიგარეტების მოცულობა ნახევარ მილიარდ გრივენს შეადგენს, ხოლო ბოლო კვირას შემოსული სიგარეტის საერთო ღირებულება 100 მლნ გრივენია.
რეპორტაჟის თანახმად, ოდესის საბაჟო პუნქტზე დანაშაულებრივი სქემის განხორციელება წარმოუდგენელია მისი მფლობელის მრჩევლის, მამუკა ტუღუშის დახმარებისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველობის გარეშე.
„ჩვენი წყაროების თანახმად, აღნიშნული მეთოდებით, ქართველი რეფორმატორები ფულს საქართველოში გასამართი არჩევნებისთვის აგროვებენ",- აცხადებენ ოდესის ოლქის საკრებულოს დეპუტატები.