logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, როგორღაც გაეერთიანებინა მისი გუნდის გახლეჩილი შემადგენლობა, ისევ კრახით დასრულდა
- +

25 ნოემბერი. 2023. 15:19

ნაციონალური მოძრაობა“ გადაგვარებისა და გადაშენების პირასაა, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, რომ როგორღაც გაეერთიანებინა მისი გუნდის გახლეჩილი შემადგენლობა, ისევ კრახით დასრულდა," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარტიის მანიფესტზე საუბრისას.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ პარტია წარსულში ჩარჩა.

 

 

ამ ადამიანებმა რეალურად ვერ გაითავისეს, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

 

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დაშლისთვის შექმნილი ერთობის მანიფესტი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის აღიარებამ ცხადი გახადა, რომ გაერთიანების მიზნით შექმნილი დოკუმენტი, პარტიიდან ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის ჩამოსაშორებლად მომზადდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის წევრად აღარავინ განიხილავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner