logo_geo
eng_logo
„ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულება ძლიერდება
- +

25 ნოემბერი. 2023. 16:37

„ლიბერთიმ“ ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.

 

 

კამპანია პასუხობს „ლიბერთის“ ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს - ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.

 

 

„ლიბერთის“ ახალი კამპანია #ჩვენიანი მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.

 

 

ლიბერთიში“ გაძლიერდა საცალო მიმართულება, დაინერგა მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, ძლიერი პროფესიონალებით შექმნილი გუნდი კი ორიენტირებულია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე.

 


2024 წელსაც მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, საინტერესო წელი გვექნება. ლიბერთის ახალი შეთავაზებების შესახებ #ჩვენიანებს მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აცხადებს „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.

 

 

ბანკი, მომხმარებელს მიმდინარე წლის ბოლოსაც აქტიურად შესთავაზებს სიახლეებს ნოემბრის დარჩენილ დღეებსა და დეკემბრის განმავლობაში. ასევე, საზოგადოებას საშუალება ექნება გაიცნოს „ლიბერთის“ საცალო გუნდის ის წევრები, ვინც ხელს უწყობს ბანკის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას და სისტემის გაძლიერებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner