logo_geo
eng_logo
პეკინში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში
- +

25 ნოემბერი. 2023. 16:40

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ პეკინში ოფიციალური ვიზიტის დროს მოუწოდა ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომში. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

 

 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან თანამშრომლობას სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

 

იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად გააკონტროლებს იმას, რომ არც ერთმა ჩინურმა სტრუქტურამ, განსაკუთრებით კი კერძო სექტორმა, პირდაპირ ან ირიბად არ შეუწყოს ხელი რუსეთის უკანონო სამხედრო ქმედებებს უკრაინაში,“ - განაცხადა კატრინ კოლონამ ჩინელ კოლეგა ვან ისთან შეხვედრის შემდეგ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner