logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება და ამას ვერ უშველის პატიმარ სააკაშვილის გზავნილები და წერილები
- +

25 ნოემბერი. 2023. 18:43

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება და ამას ვერ უშველის პატიმარ სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები. უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

 

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დაშლისთვის შექმნილი ერთობის მანიფესტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის აღიარებამ ცხადი გახადა, რომ გაერთიანების მიზნით შექმნილი დოკუმენტი, პარტიიდან ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის ჩამოსაშორებლად მომზადდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის წევრად აღარავინ განიხილავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner