logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილმა ბალტიის ასამბლეას სიტყვით მიმართა
- +

25 ნოემბერი. 2023. 19:36

 

 

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში  ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭოს  შეხვედრები გაიმართა.

 

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს  და მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.

 

მივესალმებით ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი გვაქვს” - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე.

 

დავით მათიკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური  ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვა და სხვა მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

ღონისძიებას ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები სხვა და სხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner