logo_geo
eng_logo
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: ფინეთი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს
- +

25 ნოემბერი. 2023. 19:38

 

 

ფინეთი, დეკემბერში, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს სხდომაზე მხარს დაუჭერს", - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცეს და ბოლო თვეებში საქართველოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.

 

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოთქვა ფინეთის წარმომადგენლების როლზე EUMM- ის მისიებში.

 

ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა გამოთქვეს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა და ნიკა მაჭუტაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner