„არ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსხვავებული პოზიცია იქნება დაფიქსირებული - გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას იმ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე აქვს გაკეთებული ევროკომისიას.
„არ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსხვავებული პოზიცია იქნება დაფიქსირებული, მაგრამ ამავდროულად ინტენსიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბრები სხვადასხვა ლიდერთან, ეს საუბრები მომავალშიც გაგრძელდება და გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას იმ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე აქვს გაკეთებული ევროკომისიას. ამ კომისიის დასკვნაში ბევრი რამ დეტალურადაა განხილული - რა საკითხები გაკეთდა რა არის გასაკეთებელი და ასევე ის დინამიკა, რაც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
8 ნომებერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.