logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური რეკომენდაციის იმედად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ახლა ახალი თემის ძიებაში არიან
- +

25 ნოემბერი. 2023. 20:56

 

 

არაერთხელ ყოფილა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნათქვამი, რომ რა თქმა უნდა, უმთავრესი პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, მაგრამ ოპოზიციასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა აქ პასუხისმგებლობის ნატამალს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური რეკომენდაციის იმედად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აპირებდნენ ამის გამოყენებას დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის. ეს არის ფაქტი, არც დაუმალავთ. ახლა არიან ახალი თემის ძიებაში, რომელიც ამ ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყენონ“, -აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner