ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის ამბავს გამოეხმაურა.
„მნიშვნელოვანია, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში არის გაწელილი პროცესი, მაგრამ ფაქტები მაინც გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავიხსნათ თითოეული ჩვენი მოქალაქე და ამისთვის დიდი მადლობა ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც რთულია, მაგრამ ამ საკითხზე ინფორმაცია გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ საკითხების მიმართებითაც წინსვლა იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე .