logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ პროფესიული განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს გეგმავს
- +

11 სექტემბერი. 2016. 15:40



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამასი საუბარია იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება" პროფესიული განათლების განვითარებისთვის გეგმავს.


„პროფესიული განათლების სისტემაში დაინერგება დუალური სწავლების მიდგომა საჯარო-ჯერძო პარტნიორობის გზით, სადაც კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო და საწარმო გაინაწილებენ კომპეტენციებს, პროფესიული განათლების თეორიული და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტების მიმართულებებით;

 

- შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო განსაზღვრავს პროფესიული განათლების ცალკეულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და უზრუნველყოფს დამსაქმებლის სრულფასოვან ჩართვას პროფესიული პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და სტუდენტთა შეფასების პროცესებში;

 

- პროფესიული განათლება ფოკუსირებული იქნება, როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე ზრდასრულების საგანმანათლებლო საჭიროებებზე. შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა. კერძო სექტორთან თანამშრომლობით ამოქმედდება პროფესიული მომზადება-გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები. პარალელურად, შეიქმნება პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაში გადასვლის მოქნილი მექანიზმები, სისტემა გახდება უფრო ღია და ინკლუზიური;

 

- დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების პარალელურად, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიზნით, ასევე პრიორიტეტი იქნება სამეწარმეო განათლება. პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სტუდენტები ისწავლიან მეწარმეობას. ამგვარად, მომზადდება მცოდნე კადრი, რომელიც დასაქმების გარდა, სახელმწიფოს თუ საბანკო სექტორის მიერ გატარებულ სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერ ღონისძიებებში (კონკურსები, დაფინანსებები, სტარტაპების წახალისება) მონაწილეობას და ბიზნესის დაწყებას საკუთარი პროფესიის შესაბამისად შეძლებს;

 

- ამოქმედდება ევროპული მიდგომების შესაბამისად მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა და დასაქმებულთა მობილობას და უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელი შეეწყობათ განახორციელონ ერთობლივი პროგრამები ევროპულ და სხვა წარმატებულ სასწავლებლებთან ერთად, მოამზადონ კადრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

 

- პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ამოქმედდება პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება მათი სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ. სახელფასო პოლიტიკა დაეფუძნება ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების ანალიზს;

 

- აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით, 16 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა 2016-19 წლებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების ახალი პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით;

 

- განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში გაფართოვდება არსებული გეოგრაფიული ქსელი", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner