“ხელფასი გაეზრდება ყველას. დღეს რა ხელფასიც აქვთ სრული განაკვეთის პირობებში მასწავლებლებს, მინიმუმ 500 ლარით ეზრდებათ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის 600,700 და 800 ლარიც”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გაჩნდება კითხვა, ვისაც სრული განაკვეთი არ აქვს, აქ რა ხდება? ვადასტურებ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩება სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაეზრდება. მატება დამოკიდებული იქნება დატვირთვაზე. ჩვენ დღეს გვყავს 50 000 სტატუსიანი მასწავლებელი და მათ 70-75%-ს შეეხება ხელფასის 500 ლარით და მეტით მატება, დანარჩენს ყველას ეზრდება, თუმცა დატვირთვის მიხედვით. ეს არის მთავარი ამოცანაც და ამბავიც. რომ გადახედოთ სახელფასო ისტორიას მასწავლებლებში, ნებისმიერი მთავრობის დროს და მათ შორის „ქართული ოცნების“ დროს, მსგავსი ნახტომი, ჯერ 300%-იანი 10 წელიწადში და ზემოდან 35%-იანი მატება არ ყოფილა. იანვრიდან ამის გაკეთება ძალიან მარტივი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მარტივი გზით წასვლა არ გვინდა, რადგან ეს ვერ გადაჭრის იმ სახელფასო პოლიტიკას, რაც დღეს მასწავლებლებს აქვთ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დასრულდეს მიმდინარე სასწავლო წელი და იმ 6 თვეშიც კი, რომელიც 2024 წელს დარჩება, 3-4 ათასი ლარი გამოუვათ 1200 ლართან მიმართებით წლიურ ჭრილში 3-4-ჯერ მეტ თანხას აიღებენ 6 თვეში, ვიდრე აიღებენ 12 თვეზე 100 ლარს“, - აღნიშნა მინისტრმა.