„9 პრიორიტეტთან მიმართებაში მე არსებით და რამე დიდი გამოწვევას ვერცერთ საკითხთან მიმართებაში ვერ ვხედავ. არის რაღაც საკითხები, რომელზეც ხედვაა ჩამოსაყალიბებელი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დეტალიზაცია, არსებობს განსხვავებული პოზიციებიც, მაგრამ გადაუწყვეტელი არაფერია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ევროკავშირში განაცხადის გაკეთება ჰქონდა, როგორც მიზანი. ამის გარდა „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს, რაც გულისხმობს კონკრეტულ საკითხებს და პრაქტიკულად 50%-იან ნიშნულზე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 22 ნომებერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.