ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ფრედი შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა იმ დროს, როცა ყოფილი ფეხბურთელი „მარაკანას“ სტადიონიდან შინ ბრუნდებოდა.
კამერებში ჩანს, როგორ გადმოდის თეთრი ავტომობილიდან სამ მამაკაცი. მათ მიირბინეს ფრედის მანქანასთან და ფეხბურთელს იარაღის ლულა მიაბჯინეს თავზე. მაშ შემდეგ, რაც ფრედი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, ის უახლოეს ხესთან, ტროტუარზე სახით ქვემოთ დააწვინეს. ავტომობილის გარდა, ყოფილ ფეხბურთელს ტელეფონიც წაართვეს.
ინციდენტი პარასკევს მოხდა, როცა ფორვარდმა „მარაკანა“ დატოვა.
პოლიციის მხრიდან ოფიციალური კომენტარები არ გავრცელებულა და ვარაუდობენ, რომ ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ფრედი 199 გოლით „ფლუმინენსეს“ ისტორიაში მეორე ბომბარდირია.