25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა. ბათუმი ამ ჟესტით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა.
მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება.