ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „ატალანტას“ გაუტანა და „ნაპოლის“ მოგებაში (2:1) თავისი წვლილი შეიტანა. გაირკვა, რომ ხვიჩა სტატისტიკით გამორჩეული მოთამაშეა არა მხოლოდ სერია A-ში, არამედ – მთავარ საფეხბურთო ლიგებშიც. ამის შესახებ ანალიტიკური პორტალი Opta წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სტატისტიკით ხვიჩა საკას, გრიზმანის, ვინისიუს ჟუნიორისა და სალაჰის შემდეგ „დიდ ხუთეულში“ მეექვსე ადგილზეა“, – წერია ავტორიტეტული პორტალის სოციალურ ქსელში.
„კვარაცხელიამ ამ სეზონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ფიქრობს, რომ ჩვენ ის არ გვჭირდება, რადგან გვყავს მუდრიკი და მადუეკე“, – ეს უკვე „ჩელსის“ გულშემატკივართა გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია.
DTFootball ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით 2023/24 წლების სეზონის (საკლუბო და სანაკრებო) კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს:
1657 წუთი (ბოლო 18 მატჩში)
გოლი – 9
საგოლე პასი – 5
დრიბლინგი – 64
შექმნილი საგოლე შანსი – 49