„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" მეცნიერების განვითარებისთვის რეფორმების გატარებას გეგმავს. აღნიშნული რეფორმები წარმოდგენილია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პუნქტში.
„განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს ძლიერ, რეგიონულ სამეცნიერო ცენტრად გადაქცევისთვის;
- ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო დარგების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერების მხარდაჭერა;
- ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებს საქართველოში და ქართველი მეცნიერებისას-მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრებში, აგრეთვე ქართველი მეცნიერების მიერ უცხოელ მკვლევარებთან ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელებას. უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა მეცნიერებაში მიზნობრივი პროგრამების დანერგვით;
- გაძლიერდება მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები;
- სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.