2025 წელს ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ ეგვიპტეში გამართულ საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიიღეს.
ჩვენს ქვეყანას ხმა 134 დელეგატიდან 120-მა მისცა. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ხუთი ათასამდე მოფარიკავე ჩამოვა.