საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა „ბორდოში“, რომელიც „პარიზს“ ესტუმრა და 2:1 მოუგო.
მე-15 ტურის შეხვედრაში ქართველი შემტევი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა. სტუმრებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და „პარიზს“ უკვე მე-7 წუთზე გაუტანეს – თავი გაეტან ვაისბეკმა გამოიჩინა.
ჟირონდელებმა უპირატესობის შენარჩუნება მხოლოდ ხუთი წუთით შეძლეს – მე-12 წუთზე მათ კარში პენალტი დაინიშნა. „პარიზის“ ალჟირელმა ლეგიონერმა, ილან ქებალმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
„ბორდომ“ მაინც მოახერხა თამაშის მოგება. 90+3-ე წუთზე ალექს პიტუს მოწოდებული კუთხურის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა, ივან ბარბემ ზუსტი თავური დარტყმით მასპინძლებს მეორედ გაუტანა და „ბორდომ“ 2:1 მოიგო.
დავითაშვილის გუნდმა ლიგა 2-ში 18 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა.