სომალიში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 96 ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას reuters ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს.
გაეროს ცნობით, ეს ბოლო ათწლეულებში რეგიონში მომხდარი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა და სტიქიის გამო 700 000-მდე ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
პარალელურად, წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი სომალის მეზობელ ქვეყანაში, კენიაშიც მოჰყვა, სადაც სტიქიის გამო, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა, 150 000-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.