logo_geo
eng_logo
წყალდიდობას სომალიში 96 ადამიანი ემსხვერპლა, კენიაში – 76
- +

26 ნოემბერი. 2023. 10:01

 

 

სომალიში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 96 ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას reuters ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

 

გაეროს ცნობით, ეს ბოლო ათწლეულებში რეგიონში მომხდარი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა და სტიქიის გამო 700 000-მდე ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

 

პარალელურად, წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი სომალის მეზობელ ქვეყანაში, კენიაშიც მოჰყვა, სადაც სტიქიის გამო, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა, 150 000-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner