logo_geo
eng_logo
ხელისუფლება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას
- +

11 სექტემბერი. 2016. 16:22


 

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი უმაღლესი განათლების განვითარებისთვის დაგეგმილ რეფორმებს ეხება.

 

„უმაღლესი განათლების დაფინანსება ორიენტირებული იქნება ქვეყნის განვითარების საჭიროებებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტებსა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები;

 

- დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვისა და დაფინანსების ახალი, ეფექტური მოდელები; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი, შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სტანდარტები და პროცედურები ორიენტირებული იქნება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე. განხორციელდება მეცნიერული კვლევის ინტეგრაცია სწავლების პროცესში;

 

- დაინერგება ახალი, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების მოდელი მასწავლებლების მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სახელწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგამები, სადაც სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად დაფინანსდება 1000-მდე პირი და ხელი შეეწყობა სკოლებში მათ დასაქმებას;

 

- მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამები საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მოღვაწე წამყვანი ქართველი მეცნიერების უმაღლესი განათლების სისტემაში რეინტეგრაციის მიზნით;

 

- ხელისუფლება განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის, დისტანციური სწავლების განვითარებას;

 

- ხელისუფლება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;

 

- საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირების მიზნით, განხორციელდება უცხოელი სტუდენტების საქართველოს იმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვის მასშტაბური პროექტი - „ისწავლე საქართველოში".

 

- ქუთაისში აშენდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც წამყვანი რეგიონული ცენტრი გახდება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და საინჟინრო მიმართულებით", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner