logo_geo
eng_logo
ჯასტინ კლუივერტმა ხუთივე TOP ლიგაში გაიტანა - ნიდერლანდელი მხოლოდ მესამეა ისტორიაში ასეთი მიღწევით
- +

26 ნოემბერი. 2023. 19:32

 

 

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „შეფილდსა“ და „ბორნმუთს“ შორის ისტორიული მოვლენა მოხდა: ჯასტინ კლუივერტმა პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ხუთ მთავარ ევროპულ ჩემპიონატში აქვს გატანილი.

 

უმცროსს კლუივერტს აქამდე გატანილი ჰქონდა სერია A-ში, ლიგა 1-ში, ბუნდესლიგასა და ლა ლიგაში:

 

რომა – 5 გოლი

 

ლაიპციგი – 3 გოლი

 

ნიცა – 4 გოლი

 

ვალენსია – 6 გოლი

 

ჯასტინ კლუივერტი „აიაქსის“ აღზრდილია და ნიდერლანდებში თავისი თაობის ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ 24 წლისთვის იმედები ვერ გაამართლა. სწორედ ამის გამო ჯასტინი ხშირად იცვლის კლუბებს. თუმცა ამან საშუალება მისცა, ასეთი უნიკალური მიღწევის ავტორი გამხდარიყო.

 

აქამდე TOP ხუთივე ქვეყნის ჩემპიონატებში ორ ფეხბურთელს ჰქონდა გოლები გატანილი:

 

ფლორინ რადუჩოუ – რუმინელ ფორვარდს უთამაშია „ბარიში“, „ვერონაში“, „ბრეშაში“, „მილანში“, „ესპანიოლში“, „ვესტ ჰემში“, „შტუტგარტსა“ და „მონაკოში“.

 

სტევან იოვეტიჩი – მონტენეგროელი ფეხბურთელის სიაშია „ფიორენტინა“, „მანჩესტერ სიტი“, „ინტერი“, „სევილია“, „მონაკო“ და „ჰერტა“.

 

სხვათა შორის, ჯასტინის მამა – პატრიკ კლუივერტი ახლოს იყო ამ მიღწევასთან. მან გაიტანა „მილანში“ (6 გოლი), „ბარსელონაში“ (90), „ნიუკასლსა“ (6) და „ლილში“ (4), მაგრამ ბუნდესლიგაში არასოდეს უთამაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner