„შავი ლომის“ მორაგბეები „დედაენის პარკში“ გულშემატკივრებს შეხვდნენ. სპორტსმენებმა გულშემატკივრებს შავი ლომისა და კასტილია ლაიონსის მატჩის ბილეთები გადასცეს, რომელიც 2 დეკემბერს ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება.
წლევანდელი სეზონი ქართული რაგბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის პროფესიულ რაგბის კლუბ „აი პი სი არსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის 3-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა.