logo_geo
eng_logo
ზივზივაძემ გერმანიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ქართველმა თავდამსხმელმა „ნიურბერგთან“ დუბლი შეასრულა
- +

26 ნოემბერი. 2023. 20:18

 

 

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ რიგებში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ნიურნბერგთან“ გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – 4:1.

 

ამ მატჩამდე „კარლსრუე“ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის აუტსაიდერებში იყო დაქვეითებული და მე-14 ტურის მატჩში გამარჯვება სჭირდებოდა. გუნდმა თამაში მძიმედ დაიწყო და დაწინაურება მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხა – 2:1.

 

ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 81-ე წუთზე შევიდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 89-ე წუთზე „ნიურნბერგს“ მესამედ გაუტანა და თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა, 90+4-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

29 წლის თავდამსხმელმა მეორე ბუნდესლიგაში ერთ მატჩში ორი გოლი პირველად გაიტანა, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჯამში სამი გოლია.

 

14 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 16 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე დაწინაურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner