logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: 7 ნოემბრის მერე „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებული იყო როგორც ქართული საზოგადოებისთვის ისე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ნათელი გახდა, რომ ისინი არიან ნაცისტები
- +

26 ნოემბერი. 2023. 20:26

 

 

ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“, [გია დგებუაძე] სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, რომ ეს ისე უნდა განხორციელდეს რომ ყველაფერი რუსეთს დაჰბრალდესო“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათელი გახდა ყველასთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის ისე, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იქ გახდა ნათელი, რომ ისინი არიან ნაცისტები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამას დაემატა ის უბედურება რაც საპატიმროებში ხდებოდა“, - აცხადებს ხაინდრავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner