logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ამ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია აღარ იარსებებს
- +

26 ნოემბერი. 2023. 20:39

 

 

მე ვთვლი, რომ ეს გზავნილი იყო იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ ქართულ პოლიტიკაში. ყველას უთხრეს, რომ ყველაზე შემძლე და ყველაფერზე წამსვლელი პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ თემურ ალასანიას განცხადების შეფასებისას თქვა.

 

„ასეთი განცხადებები ასევე ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია არ არსებობს, არ არსებობს იდეოლოგია, მიზანი, არანაირი გამაერთიანებელი, რომელიც პოზიტიური დადებითი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის. „ნაციონალური მოძრაობისთვის ეს“ არის დამასრულებელი არჩევნები, იციან, რომ ამ არჩევნებში წააგებს და ამ არჩევნების შემდგომ როგორც პარტია, ის არ იარსებებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner