„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს.
სუბარმა 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ სააკაშვილი ძველ ნარატივს დაუბრუნდა.
„დღეს, როდესაც სააკაშვილმა გადაუსვა ხაზი მთელ წლის განმავლობაში ნალაპარაკევს, რომ ეს იყო შეცდომა, ბოდიშიც აქვს მოხდილი და ისევ დაუბრუნდა ძველ ნარატივს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შეხსენება თავისი პატრონების მიმართ, რომ აი, თქვენ ხომ მაშინ იცოდით, თქვენგან ხომ მწვანე შუქი მქონდა ანთებული და დღეს ყველაფერს თუ არ გააკეთებთ, დამიხსნათ პატიმრობიდან, კარტებს გავხსნი და საუბარს დავიწყებ“, - განაცხადა სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა და აქციის ძალადობრივად დარბევა და „იმედში“ შეჭრა ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ახსნა.