ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი „ვოლფსბერგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სანდრომ ყვითელი ბარათი მიიღო და საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.2 ქულა.
მანამდე ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა” ითამაშა და „ლუშტენაუ“ 2:0 დაამარცხა. ქართველლ ფეხბურთელს არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.
ასევე არ უთამაშია გაბრიელ სიგუას „ბაზელში“, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგაში „სტ. გალენი” 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილს პირველად დააღწია თავი. შეგახსენებთ, რომ სიგუა ორი მატჩითაა დისკვალიფიცირებული.
იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ჯენოა” 90+4-ე წუთზე მონტერისის გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონასთან სხვაობა გაზარდა. ქართველი თავდამსხმელი „ფროზინონეს“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.