logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ფრუსტრაცია და დეგრადაციაა
- +

26 ნოემბერი. 2023. 23:55

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ფრუსტრაცია და დეგრადაციაა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„თუ ყველაფერს ტყუილზე ააგებ, დეგრადაცია გარდაუვალია. ჩვენ ვისმენდით იმ დღესაც ტყუილის ნიაღვარს მთელი ამ სხდომის განმავლობაში. ვინც იქ შევიდნენ და ისხდნენ, არ არიან არც თანამოაზრეები, არც რაიმე მრწამსით და იდეებით შეგროვებული ხალხი, არამედ არიან თანამზრახველები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთავრობა სააკაშვილს არ აშიმშილებდა და პირიქით, საოცარ პირობებში იყო. ყველაფერი ტყუილზე აქვთ აგებული. თუ ადრე „ნაცმოძრაობა“ იყო ჩაცემენტებული რკინის დისციპლინით, იმიტომ რომ ერთი მხრივ დიდი შემოსავლები ჰქონდათ, მეორე მხრივ კი საკუთარი თამაშის შემთხვევაში, აგერ იყო ადეიშვილი, აგერ - მერაბიშვილი და სულ ცოტა ნათესავს დაიჭერდნენ, ვიღაცას ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. ახლა რა დარჩათ - დარჩა კომპრომატები, რომელიც ადეიშვილმა პირადად გაიტანა და დარჩა ფული. სააკაშვილი დღესაც ხმების მომტანია. ეს ხმები სააკაშვილის არის და არა „ნაცმოძრაობის“. მეორე მხრივ, გარეთ არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი რომელთა ხელში ფული და ორგანიზაციაა, მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რომ იყოს მორჩილება. როგორ კომპრომისი უნდა შედგეს მათ შორის, რომ მიიღონ ის ხმები, რისი მოტანაც სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია? სხვათა შორის უნდა ვთქვა, ჩემი ანგარიშით აღარ იქნება ისე, 28%-მდე რომ ადიოდნენ. მე მითხრეს, მათ შორის ასაკოვანმა ზვიადისტებმა, ვისთვისაც დღეს მიშა იყო ზვიადი - რომ შემოიპარა არაჟანთან ერთად, ეს შეურაცხყოფაა, ასეთ ადამიანს მხარს ვეღარ დავუჭერთ, კაცურად ჩამოსულიყოო. მაგრამ ასე თუ ისე, მაინც მას ჰყავს ელექტორატი, ამიტომ რაღაც რომ არ დაუთმონ, შეუძლებელია. კეზერაშვილი, ან მერაბიშვილი მოიტანს ხმებს? - გამორიცხულია. ამიტომ, სააკაშვილი რომ მოისროლონ და განზე დარჩეს, შეუძლებელია, მოსალოდნელია რაღაც კომპრომისი“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner