“ეს ბატონი რატომ არის „ვივამედში“, როდესაც თინეიჯერ ზერეკიძეს არც კარცერს აკლებდნენ და არც კიდევ სხვა მაშინდელ ციხეში გამეფებულ სისასტიკეს?! რა დამსახურება აქვს ამ არლეკინს ასეთი, რომ ქვეშაგებში მოიხადოს სასჯელი?!”, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ფრენდ ლისტში დავიმატე გიორგი ზერეკიძე, ეს ის ადამიანია,რომელზეც პირდაპირ გავრცელდა მიშას „ნულოვანი ტოლერანტობა“. შეთითხნილი ბრალდებით, ასევე ამ შეთითხნილ ბრალდებაზე არაადეკვატური,ყველა სახის სამართლებრივი სივრციდან მოწყვეტილი სასჯელი. მხოლოდ ადეიშვილის, მიშას ჰერცოგი ალბათ, ავადმყოფური ფსიქიკის პროდუქტი და არანაირი სამართლებრივი ზომა.
ახლა რაზე ვწერ ამ ყველაფერს, ეს ბატონი რატომ არის „ვივამედში“, როდესაც თინეიჯერ ზერეკიძეს არც კარცერს აკლებდნენ და არც კიდევ სხვა მაშინდელ ციხეში გამეფებულ სისასტიკეს?! რა დამსახურება აქვს ამ არლეკინს ეგეთი, რომ ქვეშაგებში მოიხადოს, ჩემის აზრით, არაადეკვატური მისთვის (სიმსუბუქის მხრივ ვიძახი), სასჯელი?
P.S. ცოტნეზე აღარაფერს ვამბობ, ეგ ცალკე ისტორიაა. არანაკლები ვიდრე გიორგის. მაგაზე სხვა დროს, უფრო ვრცლად“, - წერს გიორგი გამსახურდია.