logo_geo
eng_logo
ვახტანგ კახიძე „გრემის“ ნომინაციაზე: მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის. უკვე დაფიქსირდა, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მყოფი თბილისის სიმფონიური ორკესტრი
- +

27 ნოემბერი. 2023. 01:15

 

 

2024 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე წარდგენილ ივან ლინსის ალბომზე „My Heart Speaks”, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, მაესტრო ვახტანგ კახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვრცლად ისაუბრა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ალბომი ნომინაციაში მოხვდა როგორც „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“.

 

„პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი ქვეყნისა და ორკესტრისთვის. ასეთ პატარა ქვეყანაში რომ არსებობს ორკესტრი, რომელსაც მიანდობს ისეთი დიდი მუსიკოსი, როგორიც არის ივან ლინსი, ასეთი პროდუქცია შექმნას. შემდეგ ის, რომ ეს ჩანაწერი „გრემის“ ნომინანტებს შორის ხვდება. არ ვიცი, 4 თებერვალს რა მოხდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის, მუსიკალური კოლექტივებისა და საერთოდ, ჩვენი მუსიკალური ცხოვრებისთვის, ცნობადობისთვის. დაფიქსირდა უკვე, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მყოფი ორკესტრი“, - აღნიშნა მაესტრომ.

 

ივან ლინსის ალბომი, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების 2024 წლის ნომინანტთა სიაში მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner